Friday 14 May 2010

შავი ზღვა

შავ ზღვaში ჩაძირული ქალაქი - მითი თუ რეალობა

1.პროექტის სახელი: შავ ზღვაში ჩაძირული ქალაქი- მითი თუ რეალობა
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას შავი ზღვის ბუნების შესახებ,ლეგენდას შავ ზღვაში ჩაძირული ქალაქის- ფაზისის შესახებ ( ზოგიერთი მეცნიერის აზრით ეს ქალაქი დიოსკურიაა);
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები ეცნობიან შავი ზღვის ბუნებას, მის თვისებებს,კერძოდ შავ ზღვაში 150 მეტრის ქვევით სიცოცხლე არა რის,რადგან შავი ზღვის წყალი შეიცავს H2S-ს მომწამვლელ აირს,(რაც გამოწვეულია შავ ზღვაში არსებული ბაქტერიების ცხოველმოქმედების შედეგად, გამოწვეულია- მისი სიძველით),შავი ზღვის ფსკერზე ზამთარ-ზაფხულ მუდმივია წყლის ტემპერატურა და +9 °C-ია,შავი ზღვა თავისი განსაკუთრებული თვისებებითა და ბუნებით გამოირჩევა მსოფლიოს დანარჩენი ზღვებისაგან. არსებული ლეგენდის თანახმად შავ ზღვაში არსებობდა ქალაქი ფაზისი , რომელიც ჩაიძირა და თანამედროვე გამოკვლევებმა ცხადყო ამ ლეგენდის რეალობა(ამერიკელმა მკვლევარმა რობერტ ბალარდმა, რომელმაც სახელი გაითქვა ცნობილი “ტიტანიკის’’ აღმოჩენითა და კვლევით, ახლა დაინტერესდა შავი ზღვის წარსულითა და აქ ჩაძირული ქალაქის კვლევი და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაკვლია).
4.მოსწავლეთა ასაკი:15-16 წელი;
5.ვადების ხანგრძლივობა: 2010 წლის სექტემბრიდან ერთი თვე(დავალებას ივნისსში გავაცნობ)
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :
ა)მოვიძიებთ ინფორმაციას არსებული თემის შესახებ( მასმედია, სახელმძღვანელო,ინტერნეტი);
ბ)მონაწილე ბავშვები გაცნობიან შავი ზღვის თნამედროვე ეკოლოგიურ პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს და დღეისათვის არსებულ კვლევის შედეგებს,
გ)პროექტის შედეგების მიხედვით ბლოგის შექმნა;
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას გეოგრაფიაში, ისტორიასა და პალეონტოლოგიაში,განუვითარდებათშემოქმედებითი და თანამშროლობითი უნარი, შეიცვლება ღირებულებითი დამოკიდებულება .შევქმნით გაზეთს, სადაც ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია იქნება სრულად წარმოდგენილი.
8.სარგებელი სხვებისათვის:პროექტის შედეგებს გაეცნობიან ის მოსწავლეებიც რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართული ამ საქმეში.ეს პროექტი კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას ყველა ადმიანს გაეცნონ შავი ზღვის ბუნებას და მასში დაძირული ქალაქის შესახებ დგეისთვის არსებულ თუნდაც მცირეოდენ ინფორმაციას.პროექტის შედეგების (ბლოგები, ფოტოები) გაცნობა იმ ადამიანებისათვის ვინც არ იყო ჩართული ამ პროექტში;
9.სამუშაო ენა: ქართული;
10.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინტეგრირებულია ისტორიასთან, ეთნოგრაფიასთან, პალეონტოლოგიასთან;
11.პროექტის ფასილიტატორი:მანანა იაკობაშვილი 178-ე საჯაროსკოლის პედაგოგი.
12.ფასილიტატორის ელფოსტა:m.iakobashvili@gmail.com

Saturday 1 May 2010